''ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო''


უცხო კულტურას და აპარატს თან მოაქვს უცხო ტერმინებიც და ახალმა ნიაღვარმაც უმალ მოდრიკა ქართული მეტყველება. იმ ხანებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში – ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო. მოიკრუნჩხა, მოდუნდა, თითქო დამბლა დაეცა, თითქო სიკვდილი მოეჩვენაო.

მაინც მთავარი ხიფათი ბარბარიზმების ზღვამ კი არ მოიტანა, არამედ სხვა რამემ: აიმღვრა ქართული სინტაქსი, აიმღვრა და მოქნილი, გამჭვირვალე სასაუბრო ენა გაჰყინა. მარტო უცხო სიტყვები ასე ვერ დაასნეულებდნენ ჯანსაღ ენას… ჩვენს ენას მრავალჯერ განუცდია პროვინციალიზმისა და უცხოთა ენების გავლენა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ასე ამღვრეული…

ქართველი თითქმის დამუნჯდა. უკვე დაბლუვდა: ბორძიკებს, ვარდება, ბლუკუნებს.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი