ჩანჩურა (თავი პირველი)


ბოლოს,ბევრი წვალების და ლაპარაკის შემდეგ,პოლიციის ბოქაულმა აღმოაჩინა,რომ ოცდასამი წელიწადია რაც პოლიციელი პეტროვი ბაზარში მსაახურობს,იქვე ცხოვრობს და არც კი სცოდნია ჩანჩურას ნამდვილი გვარი და სახელი.
მუნჯი ჩანჩურა იქვე იდგა და ფიქრობდა:
-რა ვქნა,ეს სად მომიყვანეს,ან რა უნდათ ჩემგან!
ჩანჩურას წლოვანება,სარწმუნოეაბ,ტომი და ხელობა ბოქაულისა და პეტროვისათვის საუკუნო საიდუმლოებად დარჩა.
როდის და რომელ ქალაქიდან ან სოფლიდან გადმოსახლდა?უცოლოა თუ ცოლიანი?იქნება შვილებიცა ჰყავს?იქნება სამხედრო ბეგარაც არ მოუხდია ერთადლიან ჩანჩურას?ან იქნება ჯერ შარშანდელი ხარჯიც არ გადაუხდია წონით ფუთ-ნახევრიან გლახას.
აბა საიდან უნდა გაეგო ეს საიდუმლოება პეტროვს,როდესაც ამისთანა სიბრძნე მხოლოდ ყოვლად ძლიერსა და ყოვლის მცოდნე პასპორტს უნდა სცოდნოდა,რომელიც ჩანჩურას არ აღმოაჩნდა!
ეს კიდევ არაფერია:ის როგორღა მოხდა,რომ ოცდასამი წელია რაც ჩანჩურა ქალაქში ცხოვრობს და პოლიციის დავთრებში ჯერ ჩაწერილიც არ ყოფილა?!
და ასეთის უკანონობით გაბრაზებულმა ბოქაულმა დაადგინა:,,ცნობის ტომისა,გვარისა და სარწმუნოების კაცი-,,ჩანჩურა”-გადასახლებულ იქნას თავის სამშობლოში”.
მაგრამ,ცოტა ხნის შემდეგ,როცა თვითონვე გაიგო თავისი დადგენილობის უაზრობა,წარწერა წაშალა და ისევ პეტროვს მიუბრუნდა:
-გაანთავისუფლე,მაგრამ თვალ-ყური ადევნე,და თუ კიდე მოიტაცოს ხორცი,მაშინვე აქ მომიყვანე.შენ კი ფრთხილად იყავი,თორემ…ეგრე როგორ შეიძლება!ეს სამსახური კი არა,ეგ…ეგ…ოცდასამი წელიწადი!წადი,მაგრამ გაფრთხილდი!
ჩანჩურამ ერთი საათის წვალებისა და ბოქაულის ლაპარაკიდან,რასაკვირველია,ვერაფერი გაიგო.
მოღიმარე და გახარებული ჩანჩურა პაწაწინა და ჩქარის ნაბიჯით ისევ ბაზრისკენ მიცუნცულებდა.დიდისა და ნელის ნაბიჯით წინ მიუძღოდა და თან ჰ ფიქრობდა:
-გამაგდებენ,უეჭველად გამაგდედენ,ან უარეს უბანში გადმიყვანენ.-და მაშინვე გადსწყვიტა :-რაც უნდა მიყონ,თუნდ მომკლან,სულ ერთია,ამაღამ ერთი ქურდი ან ,,სიცილისტი”უნდა დავიჭირო.არ დავიძინებ,ორ დღე-ღამეს არ დავიძინებ და დავიჭერ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი