ჩანჩურა (თავი მეორე)
როდის და საიდან გაჩნდა ბაზარში ჩანჩურა-არც ერთმა ბებერმა ყასაბმა არ იცის,მაგრამ მთელი ბაზარი იცნობს მუნჯ ლილიპუტს. ჩანჩურას ცემა-ტყეპა,მის დილიდან საღამომდე ბაზარში ხეტიალი,თორმეტი წლის არტუშასთან და იმის მეგობარ ძაღლ-მურასთან მუდმივი ჩხუბი ყასბებისთვის ისეთივე ყოველდღიური ამბავია,როგორც სალდათები,დედაკაცები,მზარეულები,მათი მოტყუება წონაში და პოლიციელ პეტროვის ყვირილი. ყველა ყოველდღე ჰხედავს მობუზულ ჩანჩურას. მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს.უწვერ-ულვაშო,დაღმეჭილი,ნაოჭებიანი და მიწის ფერი პირსახე.პატარა,ლობიოს ოდენა,ღრმად ჩამძვრალი,ზოგჯერ ნატირალი,უფრო ხშირად კი მოღიმაღე თვალები.მაჯის სისქე,პირსახე უფრო შავი და გამხმარი კისერი.სამი გოჯის სიგრძე და ყავისფერი ტიტველა ფეხები და ათნაირი ფერის ძონძებისგან შეკერილი შალვარი,რომელიც იმდენად მოკლეა,ისედაც ჯუჯა ჩანჩურას მუხლებამდე ძლივსღა სწვდება. არტუშას მეგობარი მურა-ძაღლი ჩანჩურას შალვარს საშინლად ემტერება ამიტომ შალვრის პატრონს იმის დაკერებაზე ბევრი დრო ეკარგრება.ჩანჩურამ ძალიან კარგად იცის,რომ უშალვროდ გარეთ გასვლა არ შეიძლება, რადგან მის მეორე და მურაზე უარესი მტერი პოლიციელი პეტროვი მათრახით დაედევნება და ბაზრიდან გააგდებს.ეს კი ჩანჩურასთვის უდიიდესი სასჯელია,რადგან,ჯერ ერთი,ვინ იცის,ბაზრის იქით არის რამე თუ არა,და თუნდაც იყოს,უეჭვეკლია,ყასბები,მაინც არ იქნებიან,და რომ იყვნენ კიდევაც,ისინი ჩანჩურას არ იცნობენ და,მაშასადამე,არც გულ-ღვიძლის ნაჭრებს მისცემენ. ერთხელ ჩანჩურას ვიგაცამ ორი დაგლეჯილი დაა დამპალი ქალაამანი აჩუქა,მაგრამ იმავე საგამოს მურამ წაართვა.მას აქეთ ჩანჩურასავით არავის არაფერი უჩუქებია, თუმცა არა:ერთ დროს ჩანჩუდრას ქუდის მსგავსი ტყავის ნაგლეჯიც ჰქონდა, ისიც ნაჩუქარი, მაგრამ.. .არა, ის საძაგელი მურა, რაღა სულ ჩანჩურას ტყავეულობას, კანჭებსა და შალვარს ემტერება! არც მურა და არც პეტროვი ისე ძლიერ არ აწუწუნებენ ჩანჩურას, როგორც ერთი ბებერი ყასაბის -დარჩოს 12 წწლის ბიჭი-ეშმაკი არტუშა. ერთხელ – ჩანჩურამ, რათქმა უნდა, არ იცის, რამდენი წლის ან დღის წინათ მოხდა ეს ამბავი, – ერთხელ ჩანჩურამ ჩვეულებრივად ცხვრის ფილტვის მოტაცება განიზრახა. ბებერი ყასაბი დარჩო დახლთან იდგა და პურსა სჭამდა.ჩანჩურამ ფილტვი აიღო, უბეში ჩაიდო, მობრუნდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს . . . სწორედ ამ დროს საიდანღაც საძაგელი არტუშა ამოძვრა, ჩანჩურას გზა გადაუღობა, დიდი საყასბო დანა მოუქნია და . . . მას შემდეგ ჩანჩურას ათის მაგივრად რვა თითი ღა დარჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი