ჩანჩურა (თავი მესამე)


ბაზარში ყველაზე ადრე ჩანჩურა გამოდის და ყოველ დღე მხოლოდ იმას ხედავს, რომ დუქნებში დილით აუარებელი ხორცი აწყვია. მერე ყასბები ამოდენა ხორცს ნაჭერ-ნაჭრად სჭრიან და ვიღაც ვიღაცეებს ურიგებენ. საკვირველი ის არის, რომ ყასბები ჩანჩურასავით კი არ უტყაპუნებენ თავში, არამე თავაზიანად დუქანსი შეჰყავთ, ხორცის უშველებელ ნაჭრებსაც აძლევენ და ზრდილობიანადაც ისტუმრებენ.
მართალია, ვიღაც-ვიღაცეები ყასბებს სამაგიეროდ შავსა და თეთრს “ჟესტის” ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ მაინც საკვირველია, რად უნდათ ყასბებს ეს “ჟესტის” ნაჭრები? ჩანჩურას კარგად ახსოვს, რომ ერთხელ იმანაც იპოვნა ქუჩაში ასეთი თეთრი, მრგვალი ნაჭერი, მაგრამ მეპურე სიმონამ წაართვა და სამაგიეროდ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მისცა.
ოჰ, ის თეთრი პური! მას აქეთ ჩანჩრას მისი გემო არ უნახავს.
საკვირველი არ არის, რომ არტუშაც სწორედ ისე იქცევა, როგორც სხვები, მაგრამ მურას რაღა ღმერთი გაუწყრა, რომ ჩანჩურას გარდა არავის ფეხებსა და შალვრებს არ ემტერება! ჩან
ჩურას რამდენჯერმე უნახავს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს მურასთვის კარგებიც წაუთაქებიაც, მაგრამ ძაღლს იმათზე კბილები არ უხმარია.პირიქით, ისეთ ტირილსა და წკმუტუნს მოჰრთავდა, რომ მისი მეტოქე ჩანჩურასაც კი შეიბრალებდა ხოლმა და ღიმილით მასთან ნუგეშის მისაცემად მივიდოდა. მაგრამ სხვის ჯავრს უმადური მურა ყოველთვის ისევ ჩანჩურაზე ამოიყრიდა ხოლმე.
სანამ ბაზარში ხალხი ირევა, ჩანჩურა ქუჩის თავში დადის. ბოლოში გასვლა საშიშოა, რადგან პეტროვი ყოველთვის იქა სდგას, და თუ ჩანჩურა დაინახა, უეჭველად გამოუდგება, მათრახის ქნევას დაუწყებს და ყვირილ-მუქარით ერთ ალიაქოთს ასტეხს:
-ია ტე პაკაჟუ! ია -ა-ა ტე პაკაჟუ-უ-უ-უ!-და მათრახის ქნევით ნახევარ საათობით დასდევს მშიერ ჩანჩურას. მაგრამ არშინნახევრიან ჩანჩურას, მადლობა უფალსა, მარდი ფეხები აქვს! ჩანჩურას ტრორუარზე გავლა პეტროვისგან სასტიკად აკრძალული აქვს.ჩანჩურამ ისედაც იცის,რომ ხალხში გარევა არ შეიძლება,ამიტომ ყოველთვის შუა ქუჩაზე დადის.ამის გამო მეეტლეებისა და მედროგეებისაგან ყოველდღე მრავალი შოლტი ჰხვდება,მაგრამ ამას ჩანჩურა ყრადღებას არ აქცევს,რადგან,ალბათ,მას შოლტიც ისევე ესაჭიროება,როგორც ყასაბის მუშტები,პატარა ბიჭების სილები,პეტროვის მათრახი,მურას კბილები და არტუშას ათასნაირი ოინები.
როცა შუადღე გადადის და ყასბები ხორცის ,,დარიგებას”ათავებენ,მაშინ ჩანჩურას დროც მოდის.
ჩანჩურას ერთი მსხვილი და წვეტიანი მავთული აქვს.ყასბებმა ამ შამფურის წართმევა რამდენჯერმე სცადეს,მაგრამ ამაოდ:ჩანჩურა თავს მოიკლავს და ამ შამფურს არავის დაუთმობს.ეს შამფური ჩანჩურას შუადღემდეე სადღაც აქვს დამალული,შუადღის შემდეგ კი ბაზარში გამოაქვს,რომელიმე დუქნის წინ აიტუზება და დამნაშავის ღიმილით,მურასებური წკმუტუნით ყასაბს თავის მოსვლას ატყობინებს თუ ღიმილით და წკმუტუნით ვერას გაჰხდა,შამფურს ნელ-ნელა ფანჯარაში შეაპარებს,.ხორცის რომელსამე ნაჭერს ჩხვეტას დასუწყებს და თან-და -თან წკმუტუნსაც მოუმატებს.
თუ ყასბი კარგ გუნებაზეა,ჩანჩურას კისერში ხელს წაავლებს,ციბრუტივით დაატრიალებს,ორიოდესაც წაუთაქებ და სამაგიეროდ ფილტვის პაწაწინა ნაჭერს მიუგდებს.
ჩანჩურა ამ ნაჭერს დამპალ ჩვარში გაახვევს,უბეში ჩაიდებს და მეორე ყასაბს ეწვევა.თუ კარგი დარია და კარგი ვაჭრობაც იყო და,მაშასადამე,ყასბებიც კარგ გუნებაზე არიან,ყველანი მუშტით ან სილით მიესალმებიან,სამაგეროდ ფლტვის ნაჭრებსაც მისცემენ და გაისტუმრებენ.მაგრამ ,რადგან ერთსა და იმავე დროს კარგი ვაჭრობაც და კარგი დარიც იშვიათია,ამიტომ ჩანცურაც თავის პატარა მუცელს ძალიან იშვიათად აძღობს.
როცა ჩანჩურა ათიოდე ფილტვის ნაჭერს შეაგროვებს,მაშინვე შინისკენ წასასვლელად დაემზადება,მაგრამ…
არა,რაღა სწორედ ამ დროს გადუდგებიან ხოლმე წინ გახარებულ ჩანჩურას არტუშა და მურა!ჩანჩურამ,რასაკვირველია, კარგად იცის რა განსაცდელიც მოელის იმის დღევანდელ სადილს.ამიტომ არტუშას და მურას დანახვაზე მაშინვე ქვეით გაიქცევა.მაგრამ საშინელი სისწრაფით მოელვარე ფეხის გულებს კვალ-და -კვალ მისდევენ არტუშა,მურა,მისი მხიარული წკმუტუნი ,ყასბების ხარხარი და პეტროვის ჭექა:
-ია ტე პაკაჟუ! ია-ა-ა ტე პაკაჟუ-უ-უ!
ჩანჩურან იცის, რომ არტუშას და მურას ვერსად წაუვა,ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ მტვრიან ქუჩაზე პიქვე დაეცემა და ორივე ხელით ჩვარში გახვეულ ფილტვის ნაჭრებს ებღაუჭება,მაგრამ ამაოდ:არტუშა ზურგზე დააჯდება,მურა-კისერზე.ცოტა ხანს შეისვენებენ.შემდეგ არტუშა სულგანაბულ ჩანჩურას გულაღმა გადმოაბრუნებს,ხელებს დაუჭერს და თავის მეგობარს განკარგულებას მისცემს:
-მურკა,იშჩი!იპოვე!
მურაც ჩანჩურას პირდაპირ უბეში ეცემა,დაუწყებს კბენას,კაწვრას და,ცოტა ხნის შემდეგ,გამარჯვების ნიშნად ჩვარში გამოხვეულ ნადავლს ზევით მოარბეინებს.
ყასბები გამარჯვებულსა და ამაყად მომავალ მურას სიცილ-ხარ-ხარით და ტაშით აჯილდოებენ,ხოლო დაღონებულსა და თვალცრემლიან ჩანჩურას აქეთ-იქიდან უყვირიან:
-ჰაი შე მართლაც და ჩანჩურავ,შენა!
-ი პატარა ძაღლმა როგორ გაჯობა,შე საწყალო,შენა?
ჩანჩურა მტვერსა და ცრემლებს იწმენდავს და მეორე დღემდის ხორცის თხოვნას ვეღარ ჰბედავს.
არტუშა ჩანჩურას დიდ ცხვირსაც ძალიან ემტერება,ხშირად მოღიმარე ჩანჩურას ცხვირში ხელს წაავლებს,დუქნიდან დუქნამდე დაჰყავს და წვრილი ხმით გაჰკივის:
-მოწყალება მიიღეთ!..ღმერთმა დიდხანს გაცხოვროს,გაგზარდოთ…ღმერთმა გადღეგრძელოთ,ღმერთმა ჩანჩურას ხნისა მოგყაროთ…მოწყალება მიიღეთ!საწყალ ჩანჩურას სამი დღეა არაფერი უჭამია.მოწყალება მიიღეთ!
-ღმერთი მოგცემს,ღმერთი!-უპასუხებენ ზოგიერთები.ზოგნი კი ისევ ფილტვის ნაჭრებს აძლევენ,მაგრამ რა ჰქნას საწყალმა ჩანჩურამ:საძაგელი მურა იქვე დარბის და არტუშაც ცოტა ხნითაც არ ჰშორდება.
-ზოგჯერ კიდევ ჩანჩურას გრძელ კანაფს გამოაბავს ყელზე,ბაზარში დაჰყავს,ტაშს უკრავს და მღერის:
-ჰაი მაიმუნ,მაიმუნ!ოინ მაიმუნ!
ჩანჩურაც თამაშობს:ორივე ხელს მაგლა იშვერს და,და ერთ ადგილას ტრიალებს,პატარა ფეხებს აქეთ-იქით იქნევს და განუწყვეტლივ იღიმება. მურა კი ჩანცურას გარშემო უვლის,მხიარულად წკმუტუნებს,ყეფს,უკან ფეხებზე სდგება და ”სლუჟს აკეთებს.
ყასბები ტროტუარზე დგანან, პატარა ბიჭები”ცირკს დასდევენ,ყველანი ხარხარებენ და ჰყვირიან:
-მალადეც,ჩანჩურ!მალადეც,მალადეც!
ჩანჩურას ესმის ქება და უფრო ცდილობს:ხტის,სწკმუტუნებს და თავი პაწაწა ხელ-ფეხს უფრო მეტის სიფიცხით იქნევს.
“ცირკი”რომ გათავდება,გახარებული მურა წითელი ხორცის ნაჭრებს შეექცევა,დაღონებულ-დაგლილ ჩანჩურა კი იქვე სდგას,მურას შურით შესცქერის და ტუჩებს აცმაცუნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი