ჩანჩურა (თავი მეოთხე)
ჩანჩურას მტრების გარდა მეგობრებიცა ჰყავს.აი,მაგალითად,მეპურე სიმონა ჩანჩურას მეგობარი რომ არ ყოფილიყო,განა თავის თბილ სათონეში ყოველ ღამე დასაძინებელ ადგილს მისცემდა?განა დღეში რამდენჯერმე თბილ წყალს დაალევინებად და ქვასავით გამხამარ პურს აჭმევდა? ჩანჩურას კარგად ახსოვს ის დრო,როცა სიმონა ერთი დაგლეჯილი ტომარა აიღო,თავისა და ხელების ამოსაყოფად ორივე კუთხე და შუა გული ამოუჭრა,შიგ ჩანჩურა ჩასვა და ახალი ტანისამოსი ბაზარში გაისტუმრა. მართალია,ჩანჩურასაგან ნაშოვნი ხორცის უმეტეს წილს სიმონა სჭამს,მაგრამ სად ათიოდე ფილტვის ნაჭერი და სად ფიცრულსათონეში ღამის გათევება! ამ ცოტა ხანს ბაზარში დიდი სასწაული მოხადა.ერთი კვირა იქნება,რაც არტუშა და მურა ჩანჩურას დაუმეგობრდნენ.არტუშას ყოველ საარმოს მურა და ჩანჩურა სადღაც მიჰყავს და უკან მხოლოდ ერთი ან ორი საათისშემდეგ ბრუნდებიან.მურა ყოველთვის წინ მიდის და პირით ხელსახოცში გამოკრულიფილტვი მიაქვს .უკან არტუშა და მოღიმარე ჩანჩურა მისდევს. არტუშას არავინ ეკითხება,სად ან რად დაჰყავს თავისი მეგობრები.ყველამ კარგად იცის,რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალ ,,შტუკას”ჰნახავს და ამიტომ მოთმინებით უცდის არტუშას ,,ცირკს”. სამი დღეა რაც ჩანჩურა აღარც ხორცსა თხოულობს და აღარც სიმონას გამხმარ პურსა სჭამს.მხოლოდ ჩვეულებრივად ქუჩაში დახეტიალობს და საღამომდე ახალ მეგობრებს უცდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი