ჩანჩურა (თავი მეექვსე)


ბოლოს დამარცხებული ჩანჩურაც წამოდგა,ყურიდან,შუბლიდან,ცხვირიდან და ხელებიდან სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა.მტვრით და სისხლით შეთხუპნილი სახე უფრო დაღმიჭა.თვალებიდან ცრემლების მსგავსი რამ წამოედინა და ყელიდან ტირილის მსგავსი რამ ამოხდა.
ჩანჩურას ერთმა ხელი ჰკრა,თავში ჩაარტყა და ზიზღით მიაძახა:
-ჰაი,შე უბედურო,შენა!
-ერთი კიდევ,ერთი კიდევ ჩაარტყი ჩემ მაგივრადაც მაგ ჩანჩურას,მაგას!-მიაძახა მეორემ.
თავბრუდახვეული ჩანჩურა ხუთიოდე ნაბიჯზე გადავარდა.
მერე ხელმეორედ წამოდგა,თვალებიდან და ტუჩებიდან სისხლისა და ცრემლის ტალახი მოიწმინდა და ყვირილ-ხარხარით და სიმღერით მიმავალი ხალხი რომ დაინახა,თავის სიცოცხლეში პირველად ამოიიხრა ადამიანურად.
-ურა-ა! ურა-ა!-ისმოდა ქუჩის ბოლოში.
ურას ძახილი, არტუშას სიმღერა, ბიჭების სტვენა და გამარჯვების კიჟინა ჩანჩურას მომხრეებს შურსა და ჯავრს ჰგვრიდა. ჩანჩურა კი ცრემლებს იწმენდდა და მურასავით წკმუტუნებდა.
ქუჩის კუთხიდან უცებ პეტროვი გამოვარდა და იმოდენა ხალხი რრომ დაინახა, საჩქაროდ ისევ სახლს მიეფარა და ხანგრძლივი ძლიერი სტვენა ასტეხა. ცოტა ხნის შემდეგ ისეთივე სტვენა მეორე მხარეს განმეორდა. მერე მესამე და მეოთხე ადგილიდანაც პასუხი გასცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელნი პეტროვის წინამძღოლობით ხალხისკენ მირბოდნენ. ხალხი ჯერ გაჩუმდა , მერე ალაპარაკდა და ისევ სიცილ-ხარხარით ასტეხა.
_Uჯცგჯლფ= ჰფც[ჯლბცმ= ჰფც[ჯლბცმ! -ჰყვიროდა შეშინებული პეტროვი,და როცა ერთ ადგილზე გაშეშებული ჩანჩურა დაინახა, მათრახის ქნევით და მუქარით პირდაპირ მისკენ წამოვიდა.
_ძ ნტ გჯრფ;ე= ზ-ფ ნტ გჯრფ;-ე! ‘ნჯ ნბ ყფრეჰფკტცბკ= იენ ჯრფზნსქ!
ჩანჩურა გასაქცევად მიბრუნდა,მაგრამ იმისკენ მომავალი პოლიციელი რომ დაინახა, ქუჩის მეორე მხარეს გადაირბინი,თავი დაჰღუნა და იქით გაიქცა, საცა ლაპარაკით და სიცილით ხალხი იშლებოდა.
პეტროვი ჩანჩურას გამოუდგა. ხალხმა რომ გამოქცეული “ფალავანი” დაინახა, კიჟინი დასცა და ხარხარით წინ გადაეღობა.
-ჰარიქა, მურა! ჰარიქა, მურა! -დაიძახა ვიღაცამ და ჩანჩურამ ერთხელ კიდევ იგრძნო მურას გამარჯვებული კბილები.
ჩანჩურამ თავი უფრო დაბლა დაჰღუნა, თავპირზე ხელები აიფარა და შიგ შუა ხალხში შევარდა, მაგრამ ყაზბების მუშტებმა მაშინვე გამოატრიალეს. ჩანჩურამ უკან გამობრუნება სცადა, მაგრამ იქვე რომ პეტროვი და მისი მათრახი დაინახა, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა, მუშტების შსუაგულში შევარდა, წრე გაარღვია და, თავდახრილი, პატარა ქუჩაში შეგორდა, მაგრამ……
მაგრამ იმავე დროს მკერდში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო რომ…
შემდეგ რა მოხდა – ვეღარაფერი გაიგო.
ხალხმა ერთხმად დაიგმინა. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ყველანი იქით გაიქცნენ, საცა ორი დიდი ცხენის ქვეშ ჩანჩურა შავი კუნძივით გორაობდა.
ცხენები ჯერ შესდგნენ , შშემდეგ ერთ ადგილზე ტოკვა დაიწყეს, მერე გაიწიეს და ფქვილით სავსე დროგი ჩანჩურაზე გადაატარეს.
ხალხი ერთ ადგილას შეკუმშდა და სდუმდა.მათ შუა ჩანჩურა მტვერსა და სისხლში ფართხალებდა,იგრიხებოდა ჰყმუოდა.
დამარცხებულ ჩანჩურას გვერდით გამარჯვებული მურა ჩაცუცქებულიყო და თავის მტერს გაოცებით დასცქეროდა.
შემდეგ ხალხიც ალაპარაკდა და აყაყანდა.
ცოტა ხნის შემდეგ პეტროვიც მოვიდა.
Uჯცგჯლფ= ჰფც[ჯლბცმ= ჰფც[ჯლბცმ! Yე=ხნჯ ნენ ბყნტჰტცყჯუჯ~ Yე= ჰფც[ჯლბცმ=ჰფც[ჯლბცმ!-მშვიდობიანად ურჩევდა მშვიდობის მცველი და ხან ერთსა და ხან მეორეს სუსტად მათრახს ჰკრავდა.
` ერთმა პოლიციელმა მედროგე და იმისი ცხენები პოლიციაში წაიყვანა.პეტროვმა და მეორე პოლიციელმა ჩანჩურა ასწიეს,ეტლში ჩასდეს და სადღაც გაისტუმრეს.მიმავალ ეტლიდან ცოტა ხანს კიდევ მოისმოდა ჩანჩურას მისუსტებული წკმუტუნი,შემდეგ ყველაფერი მისწყდა.
ათი წუთის შემდეგ პეტროვი მშვიდობიანობის ნამდვილ დამრღვევს- მურას დასდევდა.ნამდვილი დამნაშავე პეტროვს გარშემო ურბენდა,ეთამაშებოდა, მხიარულად ჰხტოდა,ჰყეფდა და პეტროვის გასაბრაზებლად ზოგჯერ წინ უცუცქდებოდა,”სლუჟს,, უკეთებდა.პეტროვი დამნაშავეს ზანტად დასდევდა,მათრახს უქნევდა და ღიმილით ემუქრებოდა:
_Yე=გჯქვფ. ;ტ ნტ,ზ= გჯქვფ. ;ტ ზ ნტ,ზ! Nფულფ ,ტჰტუბცმ! B ჯნლე. ;ტ ზ ნტდზ! დჯნ ჯნლე.!
ხალხი ისევ გულიანად იცინოდა და თავის საყვარელ ფალავანს უფრო და უფრო აქეზებდა.
-ყოჩაღ,მურა!მალადეც,მურა!
-უკბინე,უკბინე,მურა!ცხვირში ეცი,ცხვირში!
მურაც დახტოდა,ყეფდა და ისევ ,,სლუჟს” აკეთებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი