ჩანჩურა (თავი მეშვიდე)


მეორე დღეს პეტროვი ბოქაულმა დაიბარა და უთხრა:
-გუშინ საავადმყოფოში ვიღაც ჩანჩურა მოკვდა.ამბობენ ვითომ ის კაცი შენს უბანში ცხოვრობად,ამიტომ შენი მოვალეობაა დღესვე გაიგო ჩანჩურას ნამდვილი გვარი,სახელი,ხელობა,სარწმუნოება,ტომი და…ცოლიანი იყო თუ უცოლო,ან…დარა რამე თუ არა,ისიც გაიგე,საიდანაც და როდის ჩამოვიდა ის ჩანჩურა ჩვენს ქალაქში და…არც მისი წლოვანება დაგავიწყდეს.ყველაფერი დაწვრილებით დაწერე და დღესვე მომიტანე,წადი.
დაღონებული პეტროვი ბაზრისკენ მიდიოდა და ჰფიქრობდა:
-ახლა კი ნამდვილად გამაგდებენ,უეჭველად გამაგდებენ,თუ ამაღამვე ორი ქურდი ან ერთი ,,სიცილისტი”არ დავიჭირე,დილაზე ნამდვილად გამაგდებენ,უეჭველად გამაგდებენ.

1903 წ. ტფილისი,
ნოემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი