პაპა დიმო (თავი მეოთხე)
ძალიან სუსტი ბავშვია, – უთხრა ექიმმა, – ჯერ-ჯერობით სკოლას თავი უნდა დაანებოს. ბინაც გამოუცვალეთ და ძალიან კარგად აჭამეთ. თუ სოფელში გაჰგზავნით, უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება! მაგრამ პაპამ „ჯერჯერობით“ მხოლოდ სწავლაზე ააღებინა ხელი და კვებასაც მოუმატა. ექიმი ისევ დადის, პაპა ისევ დაბორიალებს, სენი კი ჟინიანობს: სიცხეს უმატებს და პატარა რეჯანს აყვითლებს, თოვლივით ადნობს და წყალივით ჰლევს. აი, ეხლაც: პაპამ მრავალი რამ მოუტანა, რეჯანი კი აღარაფერს იკარებს. გაწითლებულა, ალეწილა და თვალის ქუთუთოებს ძლივსღა ახამხამებს. მოკაკული პაპა გვერდით უზის, ნაღვლიანად ჩასცქერის და გამხმარ ხელს ცხელ შუბლზე უცაცუნებს. საცაა ექიმიც უნდა მოვიდეს და… – მართლა, – მხოლოდ ეხლა გაახსენდა მოხუცს, – ექიმს ხუთი მანეთი უნდა მივცე! – მთრთოლვარე ხელებით ითვლის ფულს და შეშდება. – ერთი მანეთი წყლისა, რვა აბაზი მერძევეს, თოთხმეტი შაური მენავთეს, ორი მანეთი ბინის ქირა. ერთი მანეთიც მეპურეს. დამრჩება… არაფერიც არ დარჩება. არც კი ჰყოფნის. წეღან კი თავისი თავი მდიდარი ეგონა. ექიმმა კარი დააკაკუნა. …
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი