შენ სისხლო ჩემო..


შენ _
სისხლო ჩემო _
სად არ დაღვრილო...
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, _
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ _
სისხლო ჩემო _
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი...
ხანძთა...
ვარძია
და ისიც, _
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ _
სისხლო ჩემო _
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება _
ვცდილობ-გაშორო, _
რაც შემიძლია.
შენ _
სისხლო ჩემო_
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, _
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
ქეთრინნ4 წლის წინ

ჩემს საყვარელ მასწავლებელს- გულთა'მზეს მახსენებს.. მან დამასწავლა ეს ლექსი((

ანანო კიკოლაშვილიმოსწავლე3 წლის წინ

arc ise kargi leqsia amas ufliscixe jobia

ანანო კიკოლაშვილიმოსწავლე3 წლის წინ

სისიხლო Dჩემო.არასწოორი ამობეჭდილია წესით ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს!

ჩემი სამშობლო საქართველოა!მწერალი,პოეტი2 თვის წინ

ძალიან კარგი ლექსია!

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი