შაშვები
ხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და როცა ტკბილი გალობა დაიწყეს შავმა შაშვებმა, ყველა შურდული მაკრატლით დაჭრეს პატარა ბავშვებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი