ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება
კურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწევარმა უთხრა: - კურდღელო! სიზმარში გნახე წუხელო, ვეღარ დაგიჭერ, დავბერდი, ვარ უფეხო და უხელო. თუმცა არც ისე ვწუხვარო, შენც მხიარულად ნუ ხარო, ისეთი ლეკვი მეზრდება, სიზმარშიც ვერ წაუხვალო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი