ხულიგანი
იყო ქორწილი ორისა, შევარდნისა და ქორისა, მოფრინდა მართვე არწივთა, თამადად დაჯდა ყანწითა, გვერდით მოისვა ხოხობი, ტუჩმოთხუპნილი ანწლითა. მოვიდა ბატი ბუტია, თეთრი, ვით ბატიბუტია. მერე მოვიდა ჩოჩორი, შუბლზე დაყრილი ქოჩორით, მოფრინდნენ შაშვი, კაკაბი, რა ფარჩითა და რა კაბით. ჩხიკვი, კოდალა, ტოროლა და განა თითო-ოროლა... უცებ მოვარდა მოზვერი, სტუმრები მიჟვერ-მოჟვერა, ვერ იქცეოდა უძრახად, ჩოჩორს სულ ვირი უძახა, იბღავლა: - მე ვარ ხარია! - ქორწილი არივ-დარია. ჩოჩორმა ერთხანს უთმინა, მერე მოთხარა სარია, იმდენი ურტყა ხულიგანს, წაიღეს ცოცხალმკვდარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი