სტუმარ-მასპინძელი


აბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოაწყო,
მოიპატიჟა მელია.

მართალი არის, მელია
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.

მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.

მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დააყოლა კვერია,
კვერს დააყოლა ყველია
და როცა ყველი არ ეყო,

ყვავს გამოჭამა ყელია.
ასე დამთავრდა ქეიფი,
აბა დელია-დელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი