Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_h6im77rbm9lea72pupg1l84log, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა - ნოდარ დუმბაძე | საბავშვო

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა


აიდა, აიდა,
გასცურე, ბაიდა,
გამოდი, კეფალო,
გამოდი, სტავრიდა!

აიდა, აიდა,
მოუსვი, ბაიდა,
დელფინი მოვარდა,
ნეტავი საიდან?..

სტავრიდას გაიტანს,
კეფალსაც გაიტანს,
ბადეს და ბაიდას
გაიტანს ლაზისტანს.

ამ ბადეს დავტოვებთ,
ტალღებზე ეფინოს,
ოღონდ შენ მოგვეშვი,
კეთილო დელფინო.

რა მოხდა ასეთი,
ეს ზღვა რომ გაცალე;
სულ შენი არ არის?
ცოტა ჩვენც გვაცალე!

დღეს არა გვცალია,
ხვალ გეთამაშებით,
დილიდან ვთევზაობთ
სარფელი ბავშვები.

დღეს თევზის ნასახიც
არ გაგვიყიდია,
გვაცალე, გავყიდით
სტავრიდას, მიდიას.

ტალღები მოდიან,
ტალღები მოდიან,
შენ სხვაგან ითევზე,
შავი ზღვა დიდია.

მობრუნდი, ბაიდა,
მზე ზღვაში ჩავიდა.
დელფინი წავიდა,
აიდა, აიდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი