Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_bgqmbvo7p0tolquqq94a64ggfe, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
კვიცი - ნოდარ დუმბაძე | საბავშვო

კვიცი


იყო ერთი კვიცი,
ყორნისფერი კვიცი,
ეშმაკი და მკვირცხლი,
ოჩანი და ფიცხი,

დედის ურჩი კვიცი.
ალბათ, ყველამ იცის,
ერთხელ მკვირცხლი კვიცი
მოჰყვა თავის ქიცინს,

უკითხავად დედის
მიატოვა თავლა,
მოინდომა გავლა,
გადირბინა ველი

მოღერებულ ყელით
და მდინარის პირას,
შიმშილისგან ხელი,
შეეფეთა მგელი.

მგელს ცრემლით და ფიცით
გულს მოულბობს კვიცი?..
ჰოდა, ყველას, ყველას,
თაგუნას და მელას,

ბაჭიაა იგი,
თუ ნუკრია შველის,
ვინც არ უსმენს მშობლებს,
განსაცდელი ელის.

იყო ერთი კვიცი...
მეტი აღარ ვიცი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი