პრანჭიები
სულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია. იქვე ბაჭიას მეზობლად ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო, შიგ ედგა ერთი ქოთანი, ცარიელი და უყურო. და მათ მეზობლად, ღრუბლების იმედითა და ნუგეშით, პატარა იხვი ცხოვრობდა გობისოდენა გუბეში. ბაჭია გაიძახოდა: - შრომით მასკდება ოფლიო, სტაფილოთი და მწვანილით მე ვამარაგებ მსოფლიოს! - იხვი გუბიდან ყვიროდა: - ცა თავზე ქუდად მხურავსო, რაც მსოფლიოში თევზია, სულ ჩემს გუბეში ცურავსო! - ციყვი ისეთი ფრთხილია, ფუღურო ჩაკეტილი აქვს, შიგნიდან გაიძახოდა: - ეს ჩემი ორი კბილია, ისეთი ალესილია, რაც მსოფლიოში თხილია, სულ ჩემი დაკვნეტილია! - ტრაბახში დადგა ზამთარი, ერთ თვესაც არ გაუვლია, იხვსაც, ციყვსაც და ბაჭიას შიმშილით გასძვრათ სულია. იხვი, ციყვი და ბაჭია სამთავე იყო პრანჭია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი