ბაღი
მე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი რა დამხვდა?- მაგიდა, წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფაფა და სტაფილო, კატლეტები და სუპები, არა, ბატონო, ამ ბაღში უთუოდ დავიღუპები. არ მინდა თქვენი საწოლი, არც ეს ფაფუკი ბალიში, ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ, ან არა - სახლში გამიშვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი