მ ა მ ა ლ ი
როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?- ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო.- ჰოდა, ეს რომ გავიგე, მამალს ხელი დავავლე და ბებიას უჩუმრად კარადაში დავმალე. მერე იცით, რა მოხდა? ბებომ შიშით იკივლა... იმ სულელმა მამალმა კარადაში იყივლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი