ქეთინო
დედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს:- მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს კაბები, არ მოხატოს კედლები, არ აბურდოს ძაფები; დაუმალე ნემსები, დაუმალე ღილები, მაკრატელიც დამალე, არ დაიჭრას ფრჩხილები; არ გააღოს კარადა, არ დახიოს წიგნები, ფანჯარა თუ გატეხა, დამნაშავე იქნები; არ მიუშვა ღუმელთან, არ დაგვღუპო, მანანა! არ დახაზოს პარკეტი, დაუმალე მანქანა; არ ჩაუშვა ეზოში, სურდო არვინ დამართოს, დაუმალე ფანქრები, ხელში დანა არ ანდო; როცა გავალთ, კარები გადაკეტე რაზებით, განჯინაში ჩაკეტე ჭიქები და ვაზები. მეტი რა დაგიბაროთ, თვით მიხვდები დანარჩენს... ჰო,ასანთი არ ანდო, თორემ ხანძარს გააჩენს. ჰოდა, ასე თუ გინდათ, დედიკო და მამიკო: არაფერი შეემთხვეს ჩემს პატარა დაიკოს; თუ გინდათ,რომ ქეთინოს არაფერი ეტკინოს, მე გამიშვით კინოში, თქვენ მიხედეთ ქეთინოს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი