კრუხი
ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისიც არ მჯერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი