ქალაქი და სოფელი
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სიმინდს დაულბო ფოჩები, გადი, წვიმაში ირბინე, ირბინე, ნანა, მორჩები! ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, წვიმა მოვიდა მაგარი, სახლში შემოდი, ხათუნა, დადნები, როგორც შაქარი! ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დააფრთხო მტრედის ხუნდები, ნანა, გამოდი ეზოში, გაგიკაჟდება კუნთები! რისთვის მოსულხარ, ექიმო? მეზობლებს რისთვის გვიფეთებ? ნანას ექიმი რად უნდა, წადი, ხათუნას მიხედე!
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი