ზამთარი
ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფქია, ფიფქები ქარში მიქრიან, ასე ლამაზი თუ იყო ზამთარი, არც მიფიქრია. ეი, ბეღურავ, მავთულზე მობუზული რომ ზიხარო, ჩემს აივანზე მოფრინდი, საკენკი გადმოგიყარო, ცოტათი გათბი, დანაყრდი და მერე ერთად ვიხაროთ. ნოდარ დუმბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი