მეფეებივით ფიქრობენ მთები ..
მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს, რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.