დაღლილი და ბებერი ..
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი... მობუზულან სოფლები, როგორც ღმერთის ობლები. ბელტზე ყვინთავს ყარყატი(გამარჯობა-ნახვამდის) დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი. იძირება სარკმელში, როგორც წყალში ანკესი. დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი. დაღლილი და ბებერი მიდის მატარებელი.. და ფოთლები კაეშნის ფარფატებენ ჰაერში...