Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_m8kuik7jupf5p6qutajfv7813e, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი .. - ოთარ ჭილაძე | პოეზია

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი ..


ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:
ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე...
მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,
ნუ მიმტყუნებ, გოგოვ, შენი კვნესა მე.
შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,
წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,
ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -
ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.
ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,
შენს სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს...
მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,
ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.
სიცოცხლეში სიყვარული ერთხელ მითქვამს,
ამ სიყვარულს ვეძებ, დავიარები,
დასალევად წინანდალის ღვინო მიყვარს,
დასათრობად შენი შავი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი