იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ ..
იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ, მე კი, კვლავ ვზელდი მონობის თიხას... დღეს ძილში ვიღა წამოაბოდებს ჩემს სახელს, ფიქრი გავანდო ვიღას... და აი, ჩემი ფოთოლიც ცვივა, ჩემს ნაკვალევსაც შლის ზამთრის ქარი. იმქვეყნიური სიცივით მცივა, ისევ შენ უნდა გამიღო კარი. არც თავში ცემით და არც კივილით არ შეიცვლება ქვეყნის იერი, ხელში შეგრჩება სიცარიელე და კიდევ უფრო დიდი ტკივილი. ჩემს გულში უკვე მკვდარი ზღვა ღელავს, ჩემს ფიქრში ყალბი გრუხუნებს მეხი... ახია? მაგრამ ასეა ყველა, ვისაც ამქვეყნად მოუცდა ფეხი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი