კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით ..
` „.. რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“ მიქელანჯელო კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით სარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქი და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით, ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი, უკანასკნელი ანდა პირველი, თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსი მე - მშობიარე ქვების მხილველი?! ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა, მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი, თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა, ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?! და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქი სულსა და სარკმელს... კვლავ ქრება შუქიც და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით, ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი