მდინარის პირას ..
მდინარის პირას,პატარა ტყეში, ხეს უხმაუროდ მოწყდა ფოთოლი, ფოთოლი მოწყდახეს უხმაუროდ მდინარის პირას, პატარა ტყეში. არც ქარი იყო,არც წვიმის თქეში, რამ ჩამოაგდო, ნეტავ, ფოთოლი, ნეტავ, ფოთოლი რამ ჩამოაგდო, არც ქარი იყო,არც წვიმის თქეში... უბრალოდ, ფოთლის დღე დაილია მდინარის პირას, პატარა ტყეში, მდინარის პირას, პატარა ტყეში, მდინარის პირას, პატარა ტყეში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი