რა დამაძინებს ..
რა დამაძინებს, რა დამაძინებს... უსაშველოა წუხილი ჩემი. შენი თვალების ზღვაში ჩავძირე იმედისა და ოცნების გემი. ვერ დამათრობდა კარგი თამადაც - ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე. რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე... მას მერე ჩემთვის ყველა ღამეა და ყოველ წუთას უფრო ღამდება. ჩემი სიმღერაც განა რამეა, ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება. რა დამაძინებს... რა დამაძინებს... უკვე მეძინა მე ჩემი წილი... მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ - არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი