შენ ხარ ჩემი ჯილდოც ..


შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

როცა ლექსს ჩამოაცილებ იმ ისტორიულ პათოსს და ემოციურ ფონს, რითაც წლებია გვაწვდიან, რჩება ტიპური ქართული პოეტური კლიშეების ნაკრები:

„ტანჯულო / მტანჯველო“ — სამშობლოსა და პოეტის ურთიერთობის მარადიული მაზოხისტური დუალიზმი, სადაც სიყვარული აუცილებლად ტკივილთან და ტანჯვასთან უნდა ასოცირდებოდეს.

„ღმერთზე ზემოთ“ — ჰიპერბოლიზებული პათეტიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება ემოციური წნეხის შესაქმნელად.

„მიწის ნაგლეჯი“ — სამშობლოს ტერიტორიული სიმცირის ხაზგასმა და ამით გამოწვეული „სევდიანი სიამაყე“.

„შემაძრწუნებლად ბედნიერი“ — ოქსიმორონი, რომელიც ისევ და ისევ ტრაგიკულ ბედნიერებას უსვამს ხაზს.

ქართულ პოეზიაში ეს „ტანჯვა-დიდების“ ფორმულა ათწლეულების განმავლობაში იმდენად შაბლონურად მეორდებოდა, რომ დღეს ბევრისთვის ბანალურად და გადამეტებულ დრამად ჟღერს.სასჯელიც/მტანჯველო საერთოდ არ რითმდება .2 სტროფშიც კი ვერ მოხეხდა აბაბ სქემა?

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი