ვით სიმარტოვის სული ხილული..


ვით სიმარტოვის სული (ხილული),
გაშეშებულა ჰაერში ბოლი
და დანასავით ბრწყინავს ყინული,
უკვე განვლილი ცხოვრების ტოლი.

ოთხივე მხრიდან მიყურებს მთვარე.
სიზმრის ლეშივით აგდია თოვლი.
და ყრუდ გუგუნებს ქალაქი გარეთ,
უკვე განვლილი ცხოვრების ტოლი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი