იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი ..
იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი და ვხედავ, როგორ იზრდება ყანა, არათუ ვხედავ, არამედ მესმის, -- თითქოს მთებიდან ბრუნდება ფარა. მისჩერებია ცას სველი ღალღა, ჰაერში თრთიან ლანდები ხეთა, ვიღაცა მღერის მდინარის გაღმა, რა კარგად მღერის... ვინ მღერის ნეტავ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი