მე აღარ მახსოვს ..
მე აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი, რას ვაპირებდი, სანამ გნახავდი. მე მქონდა გზები და დრო მიჰქროდა, სანამ გნახავდი, სანამ გნახავდი. და სანამ ასე ვცხოვრობდი ჩემთვის, სანამ ვარკვევდი, რა უნდა მეთქვა, მე უცებ გავხდი ვიღაცის ღმერთი, ვიღაცის სუნთქვა და გულის ფეთქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი