რაც მთავარია ..


რაც მთავარია, გადარჩი უკვე..
გრძნობ, ხედავ, გესმის და შენი
სისხლი
თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავს...
რაც მთავარია, მოხვედი დღემდე
და შენს ღონიერ და ამტან მკერდზე
დაჰქრიან მძიმე მატარებლები....
და მთვრალი ფუტკრის ზანტი ზუზუნით
სავსეა დილა......

ღამით კი,
ციხის ნანგრევის თავზე... 
შეყვარებულთა ლანდები თრთიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი