სხვის მანქანაში ჩავტოვე ბარგი ..


სხვის მანქანაში ჩავტოვე ბარგი,
სხვას შევაჩეჩე სავსე ჭიქებიც
და ეს ვარ, რაც ვარ, ავიც და კარგიც,
საგანი განსჯის თუ განქიქების.

რით ვერ გაიგე, ან რით ვერ მიხვდი,
რომ სულ სხვა ვნებით მითრთის სხეული,
რომ სულ ერთია ამ წუთას მისთვის,
გაშვებულია თუ გაქცეული.

ფოთლის მაგვარი და ფოთლის ხელა,
გული ჩრდილივით მიითრევს იმედს,
რადგან ჩემს თავზეც ირხევა ნელა
სილის ნაწნავი, სველი და მძიმე.

და ისევ, როგორც ფოსოში გუგა,
ვზივარ ზამთარში და ყოველ დილით
თოვლის სითეთრეს ვაბრუნებ უკან,
როგორც დედის რძეს გამძღარი ჩვილი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი