ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 951

ფურცელზე უცებ შრება მელანი ..


ფურცელზე უცებ შრება მელანი
ფურცელი იწვის და ბოდვას იწყებს,
რათა ჩემსავით გრძნობდნენ ყველანი
წარმავალ დღეთა ყინვას და სიცხეს.

და სისხლზე წმინდა და სისხლზე მძიმე,
ისევ იღვიძებს ბებერი ფიქრი
და კედლებს შორის დაეძებს იმედს,
რაკი კედლები არტყია ირგვლივ.

ისევ ხრიალით მეყრება თავზე
ათასწლეულთა ქვიშა და ღორღი,
მაგრამ თვალები ცითა მაქვს სავსე,
დახეული მაქვს სიმღერით ხორზი...

და აი, ისევ ამოდის მთვარეც,
გაოცებული ქვეყნის დუმილით,
და სადაც დღისით ცხოვრობდა მტკვარი –
წყვდიადი ფეთქვს ჩემი გულივით.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)