Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_g7sk1fduqqv40lioeum0nub8ov, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წვიმს მოწყენილი და სველი კვამლი .. - ოთარ ჭილაძე | პოეზია

წვიმს მოწყენილი და სველი კვამლი ..


წვიმს, მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის,
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის.
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი