ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 3782

გაბზარული ფირფიტა


უახლოვდება  ეტლი წიწამურს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.
ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.
ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.
ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.
და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,
არარ მოვიდა მისგან წერილი.
მუხლებზე გიდევს უკანასკნელი,
უმისამართო და უთარიღო.
თითქოს საკუთარ ცხედარს დასცქერი,
გაწბილებული, ცოტა არ იყოს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.
ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.
ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.
ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.
და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,
სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)