კახეთი... რთველი


იმ ღამეს მაინც... შენს შავ თვალებში
ხტოდნენ ჭინკები და ვარსკვლავები.
მე ლაფში ჩამრჩა ჩემი კამეჩი
და შენი ეზოს ბარდში გავები.
ცალკე მტანჯავდა რიდი და შიში,
მაგრამ ვინ იყო ჩემი გამგები,
შენს შეიმალე აივნის ჩრდილში
და მომიქსიე ავი ძაღლები.
აივნის რიკულს ვაზივით შერჩი,
ნაწნავის ბოლო პეშვით დაფშვენი
და, გაწბილებულს, გადმომყვა ბნელში
შენი თვალები და მამაშენი.
მე მისი რისხვა ძლივს ავიცილე,
ძლივს ავარიდე ხმელ კომბალს კეფა...
და ახლაც მესმის შენი სიცილი
და გაანჩხლებულ ძაღლების ყეფა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი