ლიკანი
ჩაივლის მწვანე ელმავალი და ხეობაშ, ჯანღივით ნელა ჩაწვება ფიქრი: გამოვლილ გზებზე, ჩამქრალ ჭაღებზე, ჩამოშვავებულ მწვერვალებზე და ასე შემდეგ... ელმავალი კი მიდის, მიდის, თავისთვის მიდის და უიმედოდ ჩამორჩენილ მგზავრივით მისდევს აყვავებული თეთრად ტყემალი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი