ჩემს ძმას


დაიმახსოვრებს ვინმე ზეპირად,
არ მოედება შენს ფიქრს ბალახი,
თუ სიყვარულმა აგაღებინა
ხელში კალამი - ვით იარაღი.
აზრი არა აქვს წუწუნს და ჩივილს,
ფრთას - ვინც გაჩუქა -ის შეგჭრის მხოლოდ,
მხოლოდ ტკივილი დაგიცხრობს ტკივილს,
ერთ ფესვი აქვს კეთილს და ბოროტს.
მაშ, რაღას დარდობ?! ჯერ ღვთის წყალობით
ხედავ და გესმის ისევ და ისე
გაფორიაქებს ჩიტის გალობა
და მზე ხვითქივით გადაგდის პირზე.
არ დაელოდო არასადროს წერტილს,
და არა ბედის - მრწამსის დამჯერი
ელტვოდე, რადგან სიცოცხლეს შენთვის
არც ჯილდო ჰქვია და არც სასჯელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი