ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

1 1146

ძველი ლექსების კრემაცია


მე მართალი ვარ ჩემს თავთან ცამდე!
უკვე ეს ქარიც ვერაფერს შველის
და ვუცქერ, როგორ იწვიან ცეცხლში
ლექსები - შენ რომ მოგწონდა ადრე.

ასეთი დაჰყვათ ამ ლექსებს ბედი...
და აი, მშვიდად ვზივარ და ვუცქერ -
იფერფლებიან ისინი უცებ,
მე კი, სულელი, რა ამბით ვწერდი?!
კომენტარები (0)