წარწერა ეკზიუპერის წიგნზე
გათავდა! უკვე ახლოა სახლი, სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს, უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური. და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_ ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს, რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს კაცი, რომელიც სჭირდება მიწას.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი