ხევსურეთი
საკვამურებში სისინებს ქარი. იხურება და იღება კარი. და როცა მთებზე ამოდის მთვარე -- ყველა კუნჭული ივსება მთვარით. როდესაც მთებზე ამოდის მთვარე -- ბრჭყვიალებს თუნგი და ცოლის თმები. ქოხებს კი სძინავთ, ვაჟკაცის ქებით, ლაჩრის გინებით და ლუდით მთვრალებს.
წყარო: litklubi.ge