„ქართლის ცხოვრება“
კვლავ ასძვრა სარკმელს წყვდიადის ლუქი. კვლავ აიბურძგნა ჰაერი ლურჯად და კვლავ აივსო გონება შუქით, ვით გამოხსნილი ბოლომდე უჯრა. და, გსურს თუ არა, კვლავ უნდა ადგე, პირზე კვლავ უნდა შეისხა წყალი და კვლავაც სცადო, რაც ბევრჯერ სცადე, რათა დატოვო ან მოსპო კვალი. კვლავაც მრავალჯერ უნდა ჩაეშვა ნიაგნის იდუმალ ფსკერზე ლოდივით, რათა წაართვა თავი კაეშანს და გაუმართლო სულს მოლოდინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
♥