ამასობაში, ზღვრამდე მივედი
ამასობაში, ზღვრამდე მივედი. მე მგონი, სუნიც მეცა სუდარის. შენღა ხარ ჩემი ბოლო იმედი და ჩემი ბოლო ნავსაყუდარი. ოღონდ, შენ ჩემო ბოლო იმედო და ჩემო ბოლო ნავსაყუდარო, ვინც მე გამწირა და გამიმეტა, იმას ვეკუთვნი კვლავ… სამუდამოდ. ირგვლივ წარსულის წყვდიადი მაკრავს და მივისწრაფი თავქვე ხალისით. გული კი ფეთქავს, ჯერ ფეთქავს, მაგრამ რაღასთვის ფეთქავს, თვითონ არ იცის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი