შემოგვაღამდა, გაწყალდა სიტყვა


შემოგვაღამდა, გაწყალდა სიტყვა,

როგორც უაზრი სმისგან არაყი.

დროა გავჩუმდეთ. რაც ითქვა ითქვა.

ანდა რას შეცვლის ეს ლაპარაკი.

ქარი ყოველთვის დარჩება ქარად,

კვლავაც ვარდები მორთავენ მაისს…

შენც სიკვდილისთვის მზად იყავ მარად,

მაგრამ სიცოცხლე გახსოვდეს მაინც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი