ქარს ჩამოქონდა ფოთოლი ხიდან
ქარს ჩამოქონდა ფოთოლი ხიდან. კვლავ უბინაოდ ძრწოდა ფრინველი და ღამეც თავის შავ კარავს შლიდა, ვისთვის ბოლო და ვისთვის პირველი. ათასნაირი ჩრდილით და ბგერით, ცდილობდა კვლავაც აეხსნა ჩვენთვის, კაცის სიცოცხლე სიკვდილის მერე რას ერთვის, როგორ ან რატომ ერთვის. მაგრამ ვინ იყო ამის გამგები, ირგვლივ სუფევდა სრული ქაოსი, ერთმანეთს ნთქავდნენ უცხო ჰანგები და იდგა სუნი სასაკლაოსი. ქალს მკვდარი ბავშვი ეჭირა ხელში და ჩურჩულებდა: „ღმერთო, გადავრჩი“. ეს ყველაფერი ხდებოდა ბნელში, ჩვენი საერთო ღამსი კარავში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი