ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 5981

არ შეგიძლია, სხვებს რომ რ გავდე


არ შეგიძლია, სხვებს რომ არ გავდე:

შენც ბრმად შეძენილს თვალნათლივ კარგავ.

შენც ვერ გაარკვევ, რაც კი აქამდე

არ გარკვეულა, ავად თუ კარგად.

ყველაფერს გასდის ამქვეყნად ყავლი,

ყველაფერს ადევს იმქვეყნად დამღა

და გარდასულის ფერფლი და კვამლი

შენც, ერთხელ კიდევ, დაგახრჩობს ამღამ.
კომენტარები (0)