ბრმად ვიცხოვრეო-როგორც უთქვამთ მეც ვიტყვი ალბათ
ბრმად ვიცხოვრეო – როგორც უთქვამთ – მეც ვიტყვი ალბათ, მაგრამ არც ჩემთვის და არც სხვისთვის აღარ ექნება არავითარი მნიშვნელობა ამ აღსარებას: ჩვენ ხომ სინათლეს ველტვით მხოლოდ წყვდიადისადმი თანდაყოლილი შიშის გამო და ამიტომაც კი არ ვიზრდებით, კიდევ უფრო ვპატარავდებით, კი არ ვმდიდრდებით, ვღატაკდებით… რადგან სინათლე მიდის და მოდის, წყვდიადი კი სულ თავზე გვადგას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი